CSG - ვორკშოპი „კონფლიქტის კვლევების ინტეგრაცია უნივერსიტეტის კურიკულუმსა და ფაკულტეტის კვლევებში“

3 ოქტომბერი 2019

3 ოქტომბერს, კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლამ უმასპინძლა სამუშაო შეხვედრას თემაზე - „კონფლიქტის კვლევების ინტეგრაცია უნივერსიტეტის კურიკულუმსა და ფაკულტეტის კვლევებში.“

 

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს კავკასიის უნივერსიტეტში კონფლიქტის თემაზე მომუშავე ლექტორებმა და საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის დოქტორანტურის სტუდენტებმა. ვორკშოპი ჩატარდა გისენისა და მარბურგის (გერმანია) უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით, LOEWE პროექტის - „Regions of conflicts in Eastern Europe“ ფარგლებში.

 

ვორკშოპის მონაწილეებმა, შეხვედრის ფარგლებში, კონფლიქტის კვლევისა და უნივერსიტეტის კურიკულუმში კონფლიქტთან დაკავშირებული საგნების ინტეგრირების პროცესის შესახებ ინფორმაცია გაცვალეს.

 

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ შეხვედრის დღის წესრიგი