CSL-ის საიუბილეო საღამო

11 იანვარი


2014 წლის 8 მარტს კავკასიის სამართლის სკოლის სტუდენტური თვითმმართველობის დაგეგმითა და ორგანიზებით კავკასიის სამართლის სკოლის საიუბილეო საღამო გაიმართა რესტორან შო.ბა ლაუნჯში/Sho.Ba Lounge, რომელსაც ესწრებოდნენ ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ლექტორები, სტუდენტები და კურსდამთავრებულები.

საღამო ძირითადი პროგრამით დაიწყო, რასაც მოჰყვა ბენდი ,,გრინ მამას'' სპეციალური პროგრამა-ნომერი. CSL-ის 9 წლის იუბილეს ძირითადი პროგრამა საზეიმო ფეიერვერკითა და ტორტის გაჭრით დასრულდა. წვეულება მუსიკის ფონზე DJ-სთან ერთად გვიან ღამემდე გაგრძელდა.

კავკასიის სამართლის სკოლამ საკუთარი მეათე წლის ათვლა 2014 წლის მარტის მეორე კვირიდან დაიწყო.

{phocagallery view=category|categoryid=467|limitstart=0|limitcount=0}