CSM-ის ასოცირებული პროფესორი, ირინე კურტანიძე Early Career Network Annual (ECN) Conference-ის საუკეთესო ნაშრომის ავტორად დასახელდა

1 აგვისტო 2025

კავკასიის მედიის სკოლის ასოცირებული პროფესორი, ირინე კურტანიძე მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციის საუკეთესო ნაშრომის ავტორად დასახელდა.



Political Studies Association-ის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაზე - Early Career Network Annual (ECN) Conference: “Politics in an Age of Uncertainty” წარდგენილი ნაშრომი ეხებოდა ემოციურ ელექტორალურ მობილიზაციას ჰიბრიდულ რეჟიმებში.



კავკასიის მედიის სკოლა ულოცავს ირინეს ამ დიდ აკადემიურ წარმატებას.