CSM–ის სტუდენტური ფილმი ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში

9 ივლისი 2011
ვიდეო მასალის ჩვენებას ყველაზე რეიტინგული დრო, გვიანი საღამოს ეთერი დაეთმო. სტუდენტურ ფილმში 2 ფოტოგრაფის: გია აბდალაძისა და გურამ წიბახაშვილის პორტრეტებია შექმნილი. ტელეკომპანია "მაესტრო" ნამუშევრით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ფილმის ერთ–ერთი გმირი, გია აბდალაძე შსს–მ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა. ფილმი აქტიური განხილვის საგანია სოციალურ ქსელებშიც. მისი ავტორები მესამე კურსის სტუდენტები: სალომე კვირიკაშვილი, ნანუკა ქაჯაია, ნუცა აბაშიძე და თამთა გაზაშვილი არიან. ნამუშევარი მათ ვიდეო გადაღებისა და მონტაჟის კლასის ფინალური გამოცდისთვის, ივნისის ბოლოს მოამზადეს.