CU-ის ადმინისტრაციული პერსონალი კამპანიის „იმოგზაურე საქართველოსთვის“ ფარგლებში სამეგრელოსა და სვანეთს ეწვია

22 ივლისი 2021

 

კავკასიის უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალი შიდა ტურიზმის მხარდაჭერის კამპანიის „იმოგზაურე საქართველოსთვის“ ფარგლებში სამეგრალოსა და სვანეთს ეწვია.

 

 უნივერსიტეტის თანამშრომლებმა სამეგრელოსა და სვანეთის სხვადასხვა ღირსშესანიშნაობა და კურორტი მოინახულეს, მათ შორის ნოქალაქევი, მარტვილის კანიონი, ენგურის წყალსაცავი, მესტიის ეთნოგრაფიული მუზეუმი. ტურის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლები სვანეთის კიდევ არაერთ ღირსშესანიშნავ ადგილს მოინახულებენ.

 

კავკასიის უნივერსიტეტი მხარს უჭერს შიდა ტურიზმის გაძლიერებას, ამ მიზნით CU-ის ადმინისტრაცია ყოველწლიურად ერთვება მსგავსი ტიპის კამპანიებში და საქართველოს სხვადასხვა კუთხეს სტუმრობს. შიდა ტურიზმის გაძლიერებაზე ზრუნვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც ეს დარგი, პოსტპანდემიურ პერიდოში ყველაზე მეტად დაზარალდა.