24 იანვარს, კავკასიის უნივერსიტეტსა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის საფუძველზე მხარეები ხელს შეუწყობენ თანასწორუფლებიანი თანამშრომლობის განვითარებას და უზრუნველყოფენ გამოცდილების ურთიერთგაზიარებას სწავლების მეთოდოლოგიურ საკითხებში; სასწავლო კურსების ურთიერთშეთავაზებას და ამ კურსების ფარგლებში, სტუდენტის მიერ დაგროვილი კრედიტების აღიარებას; განახორციელებენ თანამშრომლობას სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტების შესრულებისათვის.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა, მამუკა თავხელიძემ.