10 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტური კალათბურთის ჩემპიონატი დაიწყო, რომელსაც საკალათბურთო კლუბ აკადემიის დარბაზი მასპინძლობს.
ჩემპიონატში მონაწილეობას იღებენ, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი სტუდენტებისგან დაკომპლექტებული გუნდები.
კავკასიის უნივერსიტეტის კალათბურთის ჩემპიონატი 2026-ის საფინალო შეხვედრა 12 მარტს ჩატარდება, სადაც საპრიზო ადგილზე გასული გუნდები გამოვლინდებიან.
პირველ ადგილზე გასულ გუნდს გადაეცემა CU-ის კალათბურთის ჩემპიონატის 2026-ის გარდამავალი თასი. ასევე, პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებს კავკასიის უნივერსიტეტისგან გადაეცემათ ფულადი პრიზები.
ჩემპიონატის სპონსორები არიან რედბული, სანდორა და Walkby-store.
