BAT Challenge-ის გამარჯვებული კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა

27 აპრილი 2018

27 აპრილს, studentjob.ge-ის ორგანიზებით , ტექნოპარკში, ბიზნეს ქეისების კონკურსი - BAT Challenge გაიმართა, რომელშიც კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტმა მალხაზ ხოფერიამ გაიმარჯვა. British-American Tobacco-მ გადაწყვიტა ამ ფორმით შეერჩია 2 სტაჟიორი, ერთი ფინანსებისა და მეორე მარკეტინგის მიმართულებით. ქეისების კონკურსში თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტის 24-მა შერჩეულმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. BAT Challenge რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობდა. ქეისების გარჩევისა და დისკუსიის შემდეგ, ფინალურ ეტაპზე 8 სტუდენტი გადავიდა. ისინი 4 გუნდად განაწილდნენ. თითოეულ გუნდში ერთი მარკეტინგის და ერთი ფინანსების სტუდენტი იყო.

 

ფინალურ ეტაპზე, British-American Tobacco-ს წარმომადგენლების წინაშე, გუნდებმა არსებულ ბიზნეს ქეისზე პრეზენტაცია გამართეს. გამარჯვებულმა გუნდმა მხოლოდ ერთი ქულით მოიპოვა უპირატესობა. კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტი - მალხაზ ხოფერია და ჯიპას სტუდენტი - ნუცა ასათიანი British-American Tobacco-ში 3-დან 6 თვემდე ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან.

 

BAT ეს არის თამბაქოს მწარმოებელი საერთაშორისო კომპანია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწეობს.