12 აპრილს, კავკასიის უნივერსიტეტის ახალი კამპუსის ოფიციალური გახსნის ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს პრეზიდენტი, განათლების მინისტრი, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, ასევე დეპუტატები, ელჩები, რექტორები, პროფესორები და სხვა მოწვეული სტუმრები.
გიორგი მარგველაშვილმა და მთავრობის წარმომადგენლებმა კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტთან ერთად კამპუსი დაათვალიერეს და სტუმრებს სიტყვით მიმართეს. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა IAUP-ის გენერალური მდივანი ჯერალდ რეიზინგერი და კავკასიის ბიზნესის სკოლის დამფუძნებელი ბიჯან ფაზლოლაჰი.
2017-2018 აკადემიური წელი ახალ კამპუსში დაიწყო. ახალი კამპუსი, თავისი ინფრასტრუქტურითა და თანამედროვე აღჭურვილობით, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სასწავლო დაწესებულება იქნება, როგორც საქართველოში, ასევე სამხრეთ კავკასიაში. შენობა ისტორიულია, აშენებულია 1909 წელს, აქ 1911-1924 წლებში ფუნქციონირებდა სომხური სასულიერო სემინარია.