1-ელ თებერვალს გაიმართა კავკასიის სადოქტორო სკოლის ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტის, დავით წიკლაურის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა.
სადოქტორო ნაშრომის სახელწოდებაა: „ტურისტული მიმართულების ბრენდის ცნობადობის გაზრდა, რეკომენდაციები საქართველოსთვის.
დოქტორანტს ხელმძღვანელობდა: კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი კვლევისა და სტრატეგიული განვითარების დარგში, პროფესორი ბორის ლეჟავა.
დოქტორანტმა სადისერტაციო ნაშრომი წარმატებით დაიცვა, დავით წიკლაურს მიენიჭა ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის აკადემიური ხარისხი.