ტიმ ბარტონის ამ ფილმმა ბიბლიოთეკაში შეკრებილი კინომოყვარულების მოწონება დაიმსახურა. კინოკლუბი უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტისა და ბიბლიოთეკის დირექტორის – თორნიკე გოგორიშვილის ერთობლივი პროექტია. მის ფარგლებში ყოველკვირეული კინოჩვენებების მოწყობა და მოწვეულ კინომცოდნეებთან, ან რეჟისორებთან ერთად ამ ფილმებზე დისკუსიის გამართვაა დაგეგმილი. კინოჩვენებები ყოველ პარასკევს, 7 საათზე შედგება და ფილმებს უკვე თავად სტუდენტები შეარჩევენ.
კავკასიის უნივერსიტეტის კინოკლუბი
11 იანვარი