23 სექტემბერს, ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პრაგრამის ფინანსებში სტუდენტების სამაგისტრო ნაშრომების დაცვა გაიმართა.
მაგისტრანტებმა ნაშრომები შემდეგ თემებზე წარადგინეს:
- სალომე ხოზრევანიძე - "Foreign Direct Investment role in Georgia"
- ფიქრია პაპიძე - "უძრავი ქონების ბაზრის განვითარების ტენდენციები საქართველოში"
- გიგა კაკალაშვილი - "რეფინანსირების სესხების საპროცენტო განაკვეთის გავლენა ლარის გაცვლით კურსზე ამერიკულ დოლართან მიმართებაში"
- ანა კუპრავა - "ქართულ ბაზარზე საბანკო სფეროში ინოვაციური პროდუქტების დანერგვა და მენეჯმენტი"
- მარიამ კოდალაშვილი - "საკრედიტო რეგულაციების გავლენა კომერციული ბანკების ძირითად საქმიანობაზე საქართველოში"
- არჩილ ადეიშვილი - "ფიზიკური პირების დაკრედიტების რეგულაციების გავლენა საბანკო და ტექნიკის სარეალიზაციო ბიზნესებზე"
- მარი გოგალაძე - "საპენსიო სისტემა საქართველოში: რეფორმა და გამოწვევები"
კომისიის წევრები იყვნენ: ელენე ჯღარკავა, ნოდარ კილაძე, ერეკლე პირველი და გიორგი ნატროშვილი.
მაგისტრანტებმა ნაშრომები კომისიის წინაშე წარმატებით დაიცვეს.