11-13 ნოემბერს, სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მსოფლიო ხელოვნების და მეცნიერების აკადემიის რიგით მე-4 საერთაშორისო კონფერენცია - "განათლების მომავალი" გაიმართა, რომელშიც კავკასიის უნივერსიტეტისა და უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი, კახა შენგელია მონაწილეობდა.
3 დღიანი კონფერენციის ფოკუსი, იმ ცვლილებებსა და გამოწვევებზე იყო, რომლებიც დღეს თანამედროვე განათლებაში დგას.
კახა შენგელიამ, რომელიც მსოფლიო ხელოვნების და მეცნიერების აკადემიის წევრია, ისაუბრა კონკრეტულად იმ გამოწვევებზე, რომლებიც 21-ე საუკუნის უმაღლეს განათლებაშია.
რიგით მე-4 საერთაშორისო კონფერენცია გახსნა სერბეთის პრემიერ მინისტრმა ანა ბრნაბიჩმა და სერბეთის მეცნიერების აკადემიის პრეზიდენტმა ვლადიმირ კოსტიჩმა.