გიორგი მარგველაშვილის შეხვედრა სტუდენტებთან

13 დეკემბერი 2018

13 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში გიორგი მარგველაშვილი სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში ჩატარდა, სადაც სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო საკითხები განიხილეს, მათ შორის: გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში ჩატარებული რეფორმები, ცვლილებები კონსტიტუციაში და მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები. პრეზიდენტის რანგში ბოლოჯერ, სტუდენტებთან გიორგი მარგველაშვილმა განათლებაზე და  მომავალი ჟურნალისტების ხვალინდელი დღეზე ისაუბრა.

 

შეხვედრას კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორები, ლექტორები და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. მათ პრეზიდენტისთვის კითხვების დასმის საშუალება ჰქონდათ.

 

გიორგი მარგველაშვილის ვიზიტი კავკასიის მედიის სკოლის სტუდენტების ორგანიზებით გაიმართა.