კავკასიის უნივერსიტეტის ბათუმის კამპუსი

1 აპრილი 2019

ბათუმში კავკასიის უნივერსიტეტის ახალი კამპუსი და სკოლა გაიხსნება.

 

კავკასიის უნივერსიტეტი ბათუმში საგანმანათლებლო პროგრამებს 2010 წლიდან ახორციელებს ტურიზმის, სამართლის და ეკონომიკის მიმართულებით.

 

2019 წელს ადგილობრივი მთავრობის ხელშეწყობით, დაიგეგმა ახალი კამპუსის გახსნა, რომლის სივრცე გათვლილია უნივერსიტეტისა და სკოლისთვის. კამპუსი აღჭურვილი იქნება თანამედროვე ინფრასტრუქტურით, ბიბლიოთეკით, ლაბორატორიებით, სპორტული მოედნებით, საცურაო აუზით და სტუდენტური საერთო საცხოვრებლით.

 

1500 ადილობრივ და საერთაშორისო სტუდენტზე და 500 მოსწავლეზე გათვლილი სივრცის მშენებლობა სამ წელიწადში დასრულდება.

 

კავკასიის უნივერსიტეტში შესაძლებელი იქნება სწავლა საბაკალავრო, სამაგისტრო და პროფესიული განათლების პროგრამებზე. ასევე იფუნქციონირებს ტრენინგ ცენტრი. კავკასიის უნივერსიტეტს მსოფლიოს 70 ქვეყნის 130-მდე პარტნიორი უნივერსიტეტი ჰყავს, რაც საშუალებას აძლევს მიიღოს უცხოელი სტუდენტები და ლექტორები, ჰქონდეს ორმაგი ხარისხის პროგრამები, ასევე გაცვლითი პროგრამები სტუდენტებისთვის, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის.

 

კავკასიის უნივერსიტეტში სწავლის საფასურზე იმოქმედებს შეღავათები:

 

  • სოციალურად დაუცველი და წარჩინებული მოსწავლეებისთვის;
  • შიდა გრანტები ეროვნულ გამოცდებზე მაღალი ქულის მქონე აბიტურიენტებისთვის;
  • დაფინანსება მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებისთვის;
  • ფასდაკლება თანამშრომლების შვილებისთვის;
  • კავკასიის უნივერსიტეტის საშუალო სკოლის დამთავრების შემთხვევაში, სტუდენტები ისწავლიან შეღავათიანი ტარიფით.