11 აპრილს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჰარვარდის უნივერსიტეტის ხელოვნებისა და მეცნიერების ფაკულტეტის ცენტრალურ აუდიტორიაში ჩატარდა ქართველი ეთნომუსიკოლოგის, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორის, გია ბაღაშვილის საჯარო ლექცია თემაზე „საქართველო - ღვინისა და მრავალხმიანობის აკვანი.“