20 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტში CU დასაქმების ფორუმი გაიმართა.
ფორუმი ჩატარდა კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის.
ღონისძიებაში მონაწილეობდა არაერთი წამყვანი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაცია.
#CUJOBFAIR2019 - ის სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ მოწვეულ კომპანიებს, მიეღოთ ინფორმაცია და აღმოეჩინათ სასურველი ვაკანსია.
ღონისძიებას ჰყავდა 4 სპიკერი:
- ალექსანდრე ჯეჯელავა (Flowmaster);
- მედეა ტაბატაძე (InSource);
- ანდრო დგებუაძე (A-LIVE);
- ლილი ბიბილაშვილი (HR პროფესიონალთა გილდია).
დასაქმების ფორუმის ბოლოს დაჯილდოვდნენ საუკეთესო დამსაქმებელი პარტნიორი კომპანიები. ასევე, სტუდენტური პროექტების განსაკუთრებული ხელშეწყობისთვის დაჯილდოვდა 2 კომპანია.