საინფორმაციო შეხვედრა აბიტურიენტებისთვის

11 მარტი 2022

10 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში,  აბიტურიენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

 

შეხვედრაზე აბიტურიენტებმა მიიღეს ინფორმაცია საბაკალავრო პროგრამებისა და იმ უამრავი სიახლის თუ შესაძლებლობის შესახებ, რასაც კავკასიის უნივერსიტეტი მათ სთავაზობს.  

 

ასევე, აბიტურიენტები შეხვდნენ სკოლების დეკანებს და მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.

 

საინფორმაციო შეხვედრა ტრადიციულად კამპუს ტურით დასრულდა.

 

შემდეგი საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდება 26 მარტს, მსურველები დარეგისტრირდით ბმულზე