ერაზმუს+ ის საკონტაქტო სემინარი

31 ოქტომბერი 2019

30-31 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტმა საქართველოს ერაზმუს+ ის ეროვნული ოფისის მიერ ორგანიზებულ საკონტაქტო სემინარში მიიღო მონაწილეობა, რომელსაც 11 ევროპული ქვეყნის 46 უნივერსიტეტის წარმომადგენელი ესწრებოდა. ღონისძიების მთავარი მიზანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ურთიერთობის განვითარება და გაღრმავება გახლდათ.



ღონისძიების ფარგლებში კავკასიის უნივერსიტეტმა ფინეთის, გერმანიის, იტალიის, პოლონეთისა და ესტონეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები უმასპინძლა.



ვიზიტის ფარგლებში დრეზდენის უნივერსიტეტის (Dresden University), ლოძის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის(Lodz University of Technology), ვეჩტას უნივერსიტეტის (University of Vechta), დასავლეთ საქსონის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის (West Saxon University of Applied Sciences of Zwichkau), ბოლონიის უნივერსიტეტის (University of Bologna),ქაჯაანის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტისა(Kajaani University of Applied Science) და ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის(Tallinn technical University) წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ კამპუსი და უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად განეხილათ ერაზმუს+ პრგრამის ფარგლებში მობილობის პროექტების განვითარების შესაძლებლოობები და სხვა  ერთობლივი პროექტები.



შეხვედრები გაიმართა კავკასიის სამართლის, ტექნოლოგიების, ტურიზმის, მედიის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიეირებათა და ბიზნესის სკოლის დეკანებსა და პროგრამების დირექტორებთან.