18 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტში საფეხბურთო ჩემპიონატი „ფეფეს ლიგა’’ 2019 ზაფხულის სეზონის თამაშები დასრულდა.
ფინალურ თამაშს ესწრებოდნენ კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, კახა შენგელია, ფინალში გასული სკოლების დეკანები და გიორგი ნიშნიანიძის (ფეფე) მამა. მათ მოთამაშეებს წარმატება უსურვეს.
ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის საფეხბურთო გუნდი CSH „ჰუმანიტარები’’და ტურიზმის სკოლის გუნდი CTS „ქენდალა’’. თამაში დასრულდა ანგარიშით 5:3, CSH-ის გუნდის „ჰუმანიტარების" სასარგებლოდ.
გამარჯვებულ სამ გუნდს კავკასიის უნივერსიტეტისგან გადაეცათ 500, 300 და 200 ლარიანი რესტორნის ვაუჩერები, სერტიფიკატები და მედლები.
გარდამავალი თასი კვლავ ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლაში დარჩა.
ჩემპიონატი 23 მაისს დაიწყო, 44 შეხვედრა გაიმართა და მასში კავკასიიის უნივერსიტეტის სტუდენტებისგან დაკომპლექტებულმა 18 გუნდმა და უნივერსიტეტის თანამშრომლებისგან დაკომპლექტებულმა ერთმა გუნდმა იასპარეზა.
CU „ფეფეს ლიგა 2019 წლის შემოდგომის სეზონზეც გაგრძელდება.