4 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრა საერთაშორისო განათლების ცენტრის მენეჯერმა და ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის კოორდინატორმა ნათია ნანავამ გამართა.
შეხვედრის ფარგლებში, სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს, ასევე იმ შინაარსობრივ და ტექნიკური საკითხებს, რომლებიც მნიშვნელოვანია განაცხადის შეტანის დროს.
ნათია ნანავამ ყურადღება გაამახვილა დაფინანსების მოპოვების წყაროებსა და იმ კრიტერიუმებზე, რასაც ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი ითვალისწინებს სტუდენტთა შერჩევის დროს.
საინფორმაციო შეხვედრები ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტთან დაკავშირებით იმართება ყოველ ხუთშაბათს, 16:00 საათზე, საერთაშორისო განათლების ცენტრის ოფისში.