რიგის უმაღლესი სამართლის სკოლის წარმომადგენლის ვიზიტი

24 ოქტომბერი 2018

24 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტმა Erasmus+ ის ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ფარგლებში, რიგის უმაღლესი სამართლის სკოლიდან, ლატვია (Riga Graduate School of Law, Latvia), ანასტასია ალექსევას უმასპინძლა.

 

საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად, შეხვედრას ესწრებოდა კავკასიის სამართლის სკოლის დეკანი, სოფო შენგელია, რომელმაც სტუმარს სამართლის სკოლის პროგრამების სტრუქტურა გააცნო. ასევე, შეხვედრის მსვლელობისას, მხარეებმა ისაუბრეს უნივერსიტეტში არსებულ მიმდინარე საერთაშორისო პროექტებზე (Erasmus+ ICM Project; Erasmus+ Capacity Building Projects), უნივერსიტეტის მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე ინტერნაციონალიზაციის კუთხით.

 

რიგის უმაღლესი სამართლის სკოლა ერაზმუს+ ის პროგრამის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია. არსებული თანამშრომლობისას, უნივერსიტეტებს შორის არაერთი წარმატებული მობილობა განხორციელდა, როგორც სტუდენტებისთვის, ასევე აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისთვის. აღსანიშნავია ისიც, რომ Erasmus+ ICM  2018-2020 წლის პროექტის მსვლელობისას, კავკასიის უნივერსიტეტმა ისევ მოიპოვა დაფინანსება, რომელიც უფრო მეტად გააღრმავებს უნივერსიტეტებს შორის არესებულ პარტნიორობას.