30 ოქტომბერს, ფულბრაიტის პროგრამის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტს ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები, განათლების პროგრამების კოორდინატორი, თეა კუჭუხიძე და კულტურის ატაშე, ჯულიუს ცაი ესტუმრნენ.
ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტთან და Fairleigh Dickinson-ის უნივერსიტეტის ვიცერექტორთან, პროფესორ ჯეისონ სკორზასთან, რომლის მიზანი პროფესორი სკორზას ორკვირიანი ვიზიტის შეფასება, გაწეული საქმიანობის ანალიზი და აშშ-ს საელჩოსთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვა იყო. აღსანიშნავია, რომ 29 ოქტომბერს, პროფესორმა სკორზამ CU-ს ადმინისტრაციული პერსონალისთვის გამართა დასკვნითი პრეზენტაცია, რომელიც მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა კურიკულუმების ინტერნაციონალიზაცია, გლობალური განათლების სტრუქტურა და მისი შედეგები.
შეგახსენებთ, რომ პროფესორი სკორზა, ფულბრაიტის პროგრამის ფარგლებში, 2 კვირის განმავლობაში შეხვედრებს მართავდა, როგორც სკოლის დეკანებთან, ისე ადმინისტრაციულ პერსონალთან. სამუშაო შეხვედრების მიზანი ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით უნივერსიტეტის საჭიროებების იდენტიფიცირება და რეკომენდაციების დაწერაა, რომლებიც საფუძვლად დაედება სტარტეგიული დოკუმენტის შემუშავებას.