CU Game Fest 2023

15 თებერვალი 2023

კავკასიის უნივერსიტეტში CU Game Fest 2023 ჩატარდა. კიბერსპორტის კონკრეტულ სახეობებში დეკემბრიდან დაიწყო ონლაინ შესარჩევი ტურები, რის შემდეგაც ონლაინ საკვალიფიკაციო ეტაპებიდან გამოვლინდნენ საუკეთესო კიბერ სპორტსმენები, რომლებიც 11-12 თებერვალს კავკასიის უნივერსიტეტში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

 

ფესტივალის მხარდამჭერი კავკასიის უნივერსიტეტი იყო და მასში მონაწილეობას საქართველოდან 6000-მდე ადამიანი იღებდა. ღონისძიების საფინალო ეტაპზე გამოვლინდნენ გამარჯვებულები როგორც კიბერსპორტში, ასევე ქოსფლეის მიმართულებით (კოსტიუმირებული შეჯიბრი). საპრიზო ადგილზე გასულ მონაწილეებს სხვადასხვა საჩუქრები გადაეცათ.

 

CU Game Fest 2023 არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ახალგაზრდული ფესტივალი კიბერსპორტში, რომელიც აერთიანებს: კიბერ სპორტს; რეტრო გეიმინგს; სამაგიდო თამაშებს; ტექნოლოგიურ გამოფენას; საქართველოში შექმნილი თამაშების გამოფენას; თამაშების შექმნის კონკურს; ქოსფლეის (კოსტიუმირებული შეჯიბრი); გეიმინგ კონფერენციას; ღონისძიების ფარგლებში, ასევე, გაიმართა ხელნაკეთი ნივთებისა და სუვენირების გამოფენა-გაყიდვა (Flea Market).