14 ოქტომბერს, სასტუმრო „მილენიუმ ბილტმორში" კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთათვის დიპლომების გადაცემის ცერემონიალი გაიმართა.
ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, უნივერსიტეტის პარტნიორი ორგანიზაციების და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სტუმრებს სიტყვით მიმართეს უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა, პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა და სკოლების დეკანებმა.
კავკასიის უნივერსიტეტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 14 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, დოქტორ მუჰამედ შარიფ მალექზადეს (ირანის რესპუბლიკის კვლევისა და განვითარების საერთაშორისო უნივერსიტეტის სითი ვანის პრეზიდენტი), დოქტორ ჰეიტორ გურგულინო დე სოუზას (ხელოვნების და მეცნიერებათა მსოფლიო აკადემიის პრეზიდენტი, მსოფლიო უნივერსიტეტების კონსორციუმის პრეზიდენტი) და დოქტორ ჯანგვინდერ სინგჰ ვირკის (ინდოეთისა და ავსტრალიის სტრატეგიული ალიანსის თავმჯდომარე) კავკასიის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭათ.
კურსდამთავრებულთათვის დიპლომების გადაცემის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ გრანდიოზული წვეულება რესტორან “ოტიუმში” გაიმართა.