ნიკოს პანტელაკისის საჯარო ლექცია

25 თებერვალი 2019

25 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტში, სოციოლოგიის დოქტორის, საბერძნეთის ეროვნული ბანკის ისტორიული არქივის მკვლევრის, ნიკოს პანტელაკისის საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე: „ალექსანდრე დიომედე და ბერძენ დევნილთა ინტეგრაციის საკითხი 1922 წლის მცირე აზიის კატასტროფის შემდეგ“.

 

ნიკოს პანტელაკისი წლების განმავლობაში მუშაობდა საბერძნეთის ეროვნული ბანკის ისტორიულ არქივში. მან დამსწრე საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა საკუთარ ბიოგრაფიაზე, წარადგინა თავისი წიგნი და შეხვედრის ბოლოს სტუდენტებისა და პროფესორების შეკითხვებს უპასუხა.

 

ნიკოს პანტელაკისსა და სხვა სტუმრებს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ უნივერსიტეტის კამპუსი დაათვალიერებინა.