ხონციაოს საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი შანხაიში

6 ნოემბერი 2019

5-6 ნოემბერს, შანხაიში ჩინეთის მეორე საერთაშორისო იმპორტ ექსპოს ფარგლებში, ხონციაოს საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი გაიმართა.

 

ფორუმში მონაწილეობდა კავკასიის უნივერსიტეტისა და უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი კახა შენგელია, სადაც ის ფორუმის მასპინძლის, ჩინეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოსა და ფორუმის ორგანიზატორის - ჩინეთის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის მიწვევით გაემგზავრა.

 

ექსპოზე ხუთი სესია პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა, რომელთაგანაც ერთ-ერთი „ჩინეთის სამოცდაათწლიანი განვითარებისა და კაცობრიობის საერთო მომავლის აღმშენებლობისადმი მიძღვნილი ფორუმი“ იყო. კახა შენგელია ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი იყო, რომელიც ფორუმზე სიტყვით წარსდგა.

 

ფორუმს ესწრებოდნენ გამოჩენილი საერთაშორისო მოღვაწეები, ჩინეთის ლიდერები და საერთაშორისო მოაზროვნეები და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, რომლებმაც ისეთი საკითხები განიხილეს, როგორიცაა: მოდერნიზაციის მრავალგანზომილებიანი კვლევა, ჩინეთის გავლენა ეკონომიკური გლობალიზაციის ისტორიულ პროცესზე, ეკონომიკური ზრდა და ინკლუზიური განვითარება, ღიაობა, თანამშრომლობა და ცივილიზაციათა დიალოგი, კონსულტაცია, საერთო სარგებელი და გლობალური მმართველობა, სიღარიბესთან ბრძოლა და მისი შემცირების შედარება ჩინეთსა და სხვა ქვეყნებს შორის და ეკოლოგიური ცივილიზაცია და მდგრადი განვითარება