18 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა განათლების საერთაშორისო ცენტრთან.
ურთიერთთანამშრომლობის მიზანია, ქვეყნის აკადემიური სივრცისთვის საჭირო აკადემიური, სამეცნიერო და ადმინისტრაციული პერსონალის მომზადება და უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია;
მემორანდუმი ითვალისწინებს: ცენტრის „საუნივერსიტეტო მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დაგეგმილი პროგრამების/პროექტების შემუშავებასა და განხორციელების ხელშეწყობას. მხარეები ასევე ხელს შეუწყობენ ცენტრის კურსდამთავერებულთა ინტეგრირებას უნივერსიტეტის საქმიანობაში.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ და განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ჭელიძემ.
აღნიშნული მემორანდუმი განათლების საერთაშორისო ცენტრმა კავკასიის უნივერსიტეტის გარდა კიდევ ხუთ უმაღლეს სასწავლებელთან გააფორმა.