10 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტის ორგანიზებით ხარისხის მაძიებელი, საერთაშორისო სტუდენტებისთვის საორიენტაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის ფარგლებში, სტუდენტებმა უნივერსიტეტის კამპუსი დაათვალიერეს. აგრეთვე, დეტალური ინფორმაცია მიიღეს სასწავლო პროცესთან დაკავშირებული მოქმედი რეგულაციებისა და შიდა განაწესის შეახებ.
სტუდენტები კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის, ეკონომიკის, საინფორმეციო ტექნოლოგიებისა და ტურიზმის სკოლებს მიმდინარე წლის შემოდგომის სემესტრიდან შემოუერთდებიან.