კოშიცეს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლების ვიზიტი

8 მაისი 2018

8 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტმა კოშიცეს ტექნიკური უნივერსიტეტის (Technical University of Kosice, Slovakia) წარმომადგენლებს, ივეტა კორობანიცოვასა და სლავკა კლასოვას უმასპინძლა.

 

ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა კავაკასიის უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან. მხარეებმა შეხვედრაზე განიხილეს უკვე არსებული თანამშრომლობის დეტალები, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობა და ერთობლივი პროექტების შემუშავების პერსპექტივები. გარდა ამისა, მხარეებმა თანამშრომლობის სამომავლო გეგმები დასახეს.

 

კოშიცეს ტექნიკური უნივერსიტეტი, ერაზმუს+ ის პროექტის ფარგლებში კავკასიის უნივერსიტეტის პარტნიორია.