ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

29 მაისი 2017

29 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტმა მემორანდუმი გააფორმა „აგილ პრესის ვენჩერსისთან“.

 

მემორანდუმი ითვალისწინებს  გაცვლითი პროგრამების ფარგლებში კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტების მივლინებას ვირჯინიის (აშშ) სხვადსხვა უნივერსიტეტებში, სადაც სტუდენტები შეძლებენ როგორც უცხო ენის  ცოდნის დონის გაღრმავებას, ასევე სხვადასხვა მიმართულებით პროფესიული გამოცდილების გაფართოებას. მემორანდუმის ფარგლებში, სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ სტაჟირების კურსი ამერიკაში არსებულ სხვადასხვა კომპანიებში. სტაჟირების პროგრამა ხელს შეუწყობს სტუდენტების პროფესიულ განვითარებას და თეორიული ცოდნის განმტკიცებას პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე. 

 

დოკუმენტს ხელი მოაწერეს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ და „აგილ პრესის ვენჩერსის“ აღმასრულებელმა დირექტორმა შონ ჰამილტონმა.