15 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტში, საქართველოს ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი წერეთელის საჯარო ლექცია გაიმართა, თემაზე: "ქართული დემოკრატიის 100 წელი".
ირაკლი წერეთელმა საქართველოს უახლეს ისტორიაზე, პოლიტიკურ ცხოვრებაზე და ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის შესახებ ისაუბრა. შეხვედრის მსვლელობისას, სტუდენტებსა და დაინტერესებულ პირებს კითხვის დასმის და დისკუსიის საშუალება ჰქონდათ.
საჯარო ლექციის დასრულების შემდეგ კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ სტუმარს უნივერსიტეტის შენობა დაათვალიერებინა.