კავკასიის უნივესიტეტი ჟან მონეს პროექტების გამარჯვებულია

5 აგვისტო 2022

კავკასიის უნივერსიტეტმა, ევროკავშირის ერაზმუს+ პროგრამის "ჟან მონე მოდულის" კონკურსის ფარგლებში, ორი ახალი პროექტის დაფინანსება მოიპოვა.

 

2022 წლიდან კავკასიის უნივერსიტეტის  ტექნოლოგიების სკოლა, კიბერ უსაფრთოხების ასოციაციასთან პარტნიორობით განახორციელებს პროექტეს სახელწოდებით: „ევროკავშირის პრაქტიკაზე დაყრდნობით მონაცემთა დაცვის სეზონური სკოლა (DataSecSchool)“. პროექტის მიზანია მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებით საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება.

 

პროექტის ფარგლებში სტუდენტებისთვის, აკადემიური პერსონალისთვის,  ბიზნესისა და საჯარო სექტორის წარმომადგენლებისთვის GDPR-სა და მონაცემთა დაცვაზე ორიენტირებული სეზონური სკოლები ჩატარდება; ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად, ონლაინ ტრენინგ კურსების სერია შემუშავდება პერსონალური მონაცემთა დაცვისა და კიბერჰიგიენის შესახებ, გარდა ამისა დამყარდება და გაძლიერდება პროფესიული კავშირები აკადემიურ სფეროს, საზოგადოებასა და გადაწყვებილების მიმღებ პირებს შორის. მოდულს უხელმძღვანელებს კავკასიის უნივერსიტეტის სრული პროფესორი და კავკასიის კიბერ უსაფრთხოების ცენტრის დირექტორი მაქსიმ იავიჩი.

 

მეორე ჟან-მონე მოდულის პროექტს სახელწოდებით: „იურიდიული პროგრამების ევროპიზაცია საქართველოში (EU-LP-GE)კავკასიის სამართლის სკოლა განახორციელბს. პროექტის მიზანია, სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებში ევროკავშირის შესახებ კვლევების ინტეგრირება, აკადემიური პერსონალის მომზადება და პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავება. მოდულს უხელმძღავნელებს კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორი, სამართლის დოქტორი ეკატერინე ქარდავა.

 

გამარჯვებული პროექტები Erasmu+ ჟან მონეს მოდულის პროექტებს მიეკუთვნება და კავკასიის უნივერსიტეტი მათ განხორცილებას 2022 წლის შემოდგომიდან დაიწყებს.

 

Jean Monnet Modul -ის პროგრამა მიზნად ისახავს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ევროკავშირის კვლევების მიმართულებით სასწავლო პროგრამებისა და კურსების განვითარებას. აღსაიშნავია, რომ კავკასიის უნივერსიტეტი აქამდე ხუთი ჟან მონეს პროექტის ბენეფიციარია, მათ შორის არის Jean Monnet Excellence და Chair-ი.