კახა შენგელიას ვიზიტი სეულის კიბერ უნივერსიტეტში

20 დეკემბერი 2018
20 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის და IAUP-ის პრეზიდენტი, კახა შენგელია, სამხრეთ კორეაში ვიზიტისას, სეულის კიბერ უნივერსიტეტს ესტუმრა, სადაც უნივერსიტეტის დამფუძნებელს, პროფესორ სი იუნგ ლის შეხვდა.
 
შეხვედრაზე მხარეებმა პარტნიორობაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
 
სი უნგ ლი IAUP-ის მრჩეველთა საბჭოს წევრი და ორგანიზაციის მხარდამჭერია.