ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

24 აპრილი 2017

24 აპრილს, კავკასიის უნივერსიტეტსა და „ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი ითვალისწინებს კომპანიაში სტუდენტების სტაჟირებას და სასწავლო პრაქტიკის გავლას. მისი მიზანია კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის  თეორიული ცოდნის განმტკიცება, დარგობრივი კომპეტენციების გაღრმავება, კვალიფიკაციის ამაღლება და პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება.

 

დოკუმენტს ხელი მოაწერეს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ და „ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს“ გენერალურმა მდივანმა ზვიად ჭუმბურიძემ.