30 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა „ახალ ლიცეუმთან“.
მემორანდუმის მიზანია მხარეთა თანამშრომლობა საგანმანათლებლო სფეროში, რათა ერთობლივი ძალისხმევითა და მხარდაჭერით ხელი შეუწყონ მოსწავლეებში ცოდნის დონის ამაღლებას, განათლების სფეროს მხარდამჭერი ღონისძიებების ერთობლივ დაგეგმვას და განხორციელებას. იგი ითვალისწინებს სკოლის წარჩინებულ მოსწავლეთა ჩართულობას სხვადასხვა საუნივერსიტეტო ღონისძიებებსა და აქტივობებში, ორგანიზებულ პროექტებში, ტრენინგებსა თუ საჯარო ლექციებში. ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში მოხდება სტუდენტებისთვის გამოცდილების გაზიარება და პროფესიული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების ხელშეწყობა.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ და „ახალი ლიცეუმის“ დირექტორმა ნანა ქუთათელაძემ.