21 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტისა და აუდიტორულ კომპანია Nexia TA-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის მიზანია, მხარეებმა ერთობლივი ძალისხმევითა და მხარდაჭერით ხელი შეუწყონ სტუდენტების კვალიფიკაციის ამაღლებასა, პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და დასაქმებას.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ და აუდიტორული კომპანია Nexia TA-ის მმართველმა პარტნიორნმა, გელა მღებრიშვილმა.
შეთანხმების გაფორმების ფარგლებში, Nexia TA-ის წარმომადგენლებმა კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსი დაათვალიერეს.