27 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტსა და კოლეჯ "ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიას" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის მიზანია, ერთმანეთის მხარდაჭერა და ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება. მხარეები აქტიურად ითანამშრომლებენ საერთო ინტერესების სფეროში შემავალ საკითხებზე.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ და კოლეჯ "ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიის" დირექტორმა, მამუკა ჯანჯალიამ.