მე მიყვარს ქართული - ჩემი სახელმწიფო ენა

20 აპრილი 2018

20 აპრილს, კავკასიის უნივერსიტეტში, ქართული ენის დღის აღსანიშნავად, გაიმართა ღონისძიება - მე მიყვარს ქართული - ჩემი სახელმწიფო ენა!

 

ღონისძიების პირველ ნაწილს კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანი დავით ნატროშვილი, პროფესორი მარიამ მანჯგალაძე და პროფესორი თამარ მახარობლიძე წარუძღვნენ. მათ ქართული ენის ისტორიასა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს. შეხვედრის მეორე ნაწილი კი, სტუდენტურ აქციას დაეთმო, სადაც შესაძლებელი იყო ღონისძიების მთავარი გზავნილების გაცნობა:

 

სახელმწიფო ენა დამოუკიდებელი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარია ატრიბუტია!

 

გამართულად წერე, იკითხე, ილაპარაკე ქართულად - საქართველოს სახელმწიფო ენაზე!

 

გაუფრთხილდი, შეინახე და დაიცავი ქართული ენა!