კავკასიის უნივერსიტეტის 11 ახალი პარტნიორი

11 ივლისი 2018

11 ივლისს, ინდონეზიის ქალაქ სურაბაიაში, კავკასიის უნივერსიტეტსა და მსოფლიოს 11 უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა.

 

უნივერსიტეტების რექტორებმა კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტთან, კახა შენგელიასთან ერთად დოკუმენტს ხელი მოაწერეს და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს - ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები პარტნიორობას, გაცვლით პროგრამებს, ერთობლივ პროექტებს და კვლევებს მოიცავს.

 

ურთერთთანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა:

 

  • Sias International University, China
  • Durban University of Technology, South Africa
  • College of New Caledonia Prince George, British Columbia, Canada
  • Western Sydney University, Australia
  • Hindustan Institute of Technology & Science, Chennai, India
  • I-Shou University, Taiwan
  • Daffodil International University, Bangladesh
  • The University of Surabaya, Indonesia
  • Universiti Sains Islam, Malaysia
  • Samar State University, Philippines
  • International University of Africa, Al Khurtum, Sudhan

 

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები, AUAP-ისა და IAUP-ის პირველ საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გაფორმდა, სადაც აღნიშნული უნივერსიტეტების რექტორები და წარმომადგენლები იმყოფებიან.

 

აღსანიშნავია, ასევე გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციასა (IAUP) და აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნების უნივერსიტეტების ასოციაციის (AUAP) შორის, რომლის ფარგლებშიც მხარეები შეიმუშავებენ და განახორციელებენ სხვადასხვა პროგრამას განათლების დარგში; ასევე, ერთმანეთთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, განახორციელებენ კონკრეტულ საქმიანობებს.

 

AUAP-ისა და IAUP-ის პირველი საერთაშორისო კონფერენცია ინდონეზიაში 9-12 ივლისს იმართება.