11 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, ერაზმუს + ინსტიტუციური განვითარების პროექტ - „აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისთვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (INTEGRITY)" ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა აკადემიური წერის ლექტორებს, შესაბამისი სკოლების დეკანებსა და პროგრამების დირექტორებს შორის.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს აკადემიური წერის სილაბუსების განახლება, ჩატარებულ ტრენინგებზე დაყრდნობით და კურსის ფარგლებში, მუდლის და თარნითინის სისტემების დანერგვის საკითხები, რათა მომავალში შესაძლებელი გახდეს დავალებების შემოწმება ანტიპლაგიატიზმის პროგრამის მეშვეობით.
პროექტის მიზანია, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლისა და სწავლების, შეფასების ხარისხის განვითარება აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით. ასევე, პროექტი მიზნად ისახავს პლაგიატის შემთხვევების გამოვლენას, აღმოფხვრასა და პრევენციას საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
პროექტის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია პლაგიატის შემთხვევების გამოვლენა და პრევენცია ქართულ უნივერსიტეტებში, რაც განხორციელდება სპეციალური ანტიპლაგიატიზმის პროგრამის ინტეგრირებით არსებულ ელექტრონული სწავლების პროგრამა- Moodle-თან.