7 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში, CU რა? სად? როდის? 2019 გაიმართა. ზაფხულის სეზონის გამარჯვებული ტექნოლოგიების სკოლის გუნდი გახდა. მეორე და მესამე ადგილები კავკასიის ეკონომიკის სკოლის გუნდებმა დაიკავეს. ინტელექტუალურ თამაშში მონაწილეობდა სულ 19 გუნდი, რომლებიც სხვადახვა სკოლას წარმოადგენდნენ.
I, II და III ადგილზე გასულ გუნდებს კავკასიის უნივერსიტეტისგან გამომცემლობის „წიგნები ბათუმში“ 300, 200 და 100 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცათ.
გამარჯვებულ გუნდს CU რა? სად? როდის? გარდამავალი თასი ეკონომიკის სკოლის დეკანმა, ინტელექტუალური ტურნირის წამყვანმა, მოაზროვნე სოსო ბერიკაშვილმა გადასცა.
CU რა? სად? როდის? კავკასიის უნივერსიტეტში შემოდგომის სეზონზეც გაიმართება.