2023 წლის 26-30 ივნისს, ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროგრამის (Erasmus+ Mobility program) ფარგლებში, რომელიც კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლასა და რედბაუდის უნივერსიტეტს (Radboud University Nijmegen, the Netherlands) შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე მოქმედებს, კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის დოქტორანტმა და მოწვეულმა ლექტორმა, რატი თვალავაძემ მონაწილეობა მიიღო ერთ-კვირიან საზაფხულო სკოლაში (Radboud Summer School) და დაესწრო სალექციო კურსს - „Gaming approaches for Analysing and Supporting Complex Decision-Making“.
კურსის ფარგლებში, ადგილობრივი პროფესორების ჩართულობით, განიხილეს თამაშებისა და სიმულაციების მიდგომის როლი კვლევისა და სალექციო პროცესში. მონაწილეებმა, კურსის მანძილზე, დავალების სახით თავადვე შექმნეს სიმულაციური თამაშები, რომლებიც ფოკუსირებული იყო სტრატეგიული და კომპლექსური გადაწყვეტილების მიღების დროს არსებული სირთულეების აღქმასა და გაცნობიერებაზე. აღნიშნულ მიდგომას თანამედროვე საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში მნიშვნელოვანი როლი აქვს, მსგავს კურსებზე წარმომადგენლის დასწრება კი მნიშვნელოვანია ამ ტენდენციების კავკასიის უნივერსიტეტში დასამკვიდრებლად.