17 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა, რომელიც შეეხებოდა კვლევითი საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს როგორებიცაა: აკადემიური პროფილის მართვა (Managing an Academic Profile); სამეცნიერო ჟურნალების მოძიებისა და შერჩევა; ჟურნალის Baltic Journal of European Studies (BJES) გაცნობა.
ვორკშოპის სპიკერი იყო დოქტორი არჩილ ჩოჩია, ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მკვლევარი.
შეხვედრას ესწრებოდნენ კავკასიის უნივერსიტეტის სხვადასხვა სკოლის დეკანები, ადმინისტრაციული პერსონალი და სტუდენტები.