CU-ს საჩუქარი "ყველაზე ჭკვიანის" ფინალისტს - სასწავლო კურსი დიდ ბრიტანეთში

11 იანვარი
პროექტის მხარდამჭერმა კავკასიის უნივერსიტეტმა ფინალისტები დააჯილდოვა. უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ სამივე ფინალისტი ნეთბუქებით დაასაჩუქრა. პროექტის მეათე სეზონის გამარჯვებული კი მიშიკო მუხიგული გახდა. კავკასიის უნივერსიტეტი მას დიდ ბრიტანეთში ერთთვიან სასწავლო კურსზე გაამგზავრებს.

პროექტი "ყველაზე ჭკვიანი" 2004 წლიდან გადის სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"–ის ეთერში და კავკასიის უნივერსიტეტის მხარდაჭერით სარგებლობს. მაღალრეიტინგული შოუ–ვიქტორინა დიდი პოპულარობით სარგებლობს.