კავკასიის უნივერსიტეტმა უკრაინელი ხალხის დასახმარებლად სამედიცინო დანიშნულების ჰუმანიტარულ ნივთები გააგზავნა.
აღნიშნული ინვენტარის შეძენა განხორციელდა უნივერსიტეტის მიერ. ასევე შეგროვდა და დახარისხდა მოქალაქეების მიერ, CU კამპუსში, მოტანილი ნივთები.
სამედიცინო დანიშნულების ჰუმანიტარულ ნივთები, რომლებიც ორგანიზაცია “COME BACK ALIVE”-ის მომართვის საფუძველზე შეგროვდა და უკრაინაში გაიგზავნა: ტურნიკეტები - სისხლის შესაჩერებლად მკლავზე ან ფეხზე წასაჭერი ღვედი/თასმა, ძვალში შემღწევი ნემსები, ჰემოსტატიკური ბანდაჟები, სამედიცინო არტახები, ძვლის დამჭერები, პნევმოტური კათეტერები ფილტვებისთვის, კომპრესიული დოლბანდები, საკაცეები, სამედიცინო ზურგჩანთები, სატურაციის აპარატები, მედიკამენტები, პირველადი დახმარების კიტები, ოკლუზიური სახვევები.
გარდა აღნიშნულისა, კავკასიის უნივერსიტეტმა, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად შექმნილ ერთ-ერთ ფონდში, განახორციელა თანხის დონაცია. ასევე, სტუდენტების ინიცირებით კამპუსის სივრცეში მოეწყო საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა და სისხლის დონაცია. გამოფენაზე გამოტანილი იყო სტუდენტების მიერ მომზადებული ნივთები უკრაინის თემატიკაზე. შეგროვებული თანხა სრულად გადაირიცხა უკრაინელი ხალხის დასახმარებლად შექმნილ ანგარიშზე.
CU კამპუსში, მოეწყო მსვლელობა, რომლის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის შენობაზე უკრაინის სახელმწიფო დროშა გამოიფინა. პერფორმანსში მონაწილეობა კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებმა და თანამშრომლებმა მიიღეს.
დიდი მადლობა, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს აქტიური ჩართულობისთვის, ასევე, თითოეულ იმ ადამიანს, რომელმაც მცირედი წვლილი მაინც შეიტანა აღნიშნულ პროცესში.
კავკასიის უნივერსიტეტი მხარს უჭერს უკრაინელ ხალხს და კვლავ განაგრძობს სხვადასხვა ღონისძიების განხორციელებას უკრაინისთვის.