ვეფხისტყაოსნის სამაგიდო თამაში

22 დეკემბერი 2017

22 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ვეფხისტყაოსნის სამაგიდო თამაში ჩატარდა.

 

თამაში სამი ნაწილისგან შედგება:

პირველი ტური - ვეფხისტყაოსნის ,,რა? სად? როდის?’’

მეორე ტური - „აფორიზმების ფაზლი-ლოტო’’

მესამე ტური ჩატარდა ორ ნაწილად:

პირველი ნაწილი მოიცავს ვეფხისტყაოსნის სამაგიდო თამაშს. რუკაზე წარმოდგენილი იქნება ვეფხისტყაოსნის გეოგრაფიული სამყარო და სიუჟეტური შინაარსი. თამაში კამათლის გაგორებით და პერსონაჟების გადაადგილებით ტარდება.

მეორე ნაწილში ითამაშებს 3 გუნდი ერთ რუკაზე და გადაინაწილებენ პირველ, მეორე და მესამე ადგილებს.

 

გამარჯვებულ გუნდებს საჩუქრად გადაეცათ:

I ადგილი- 500 ლარიანი ვაუჩერი - გუნდი „მარგალიტები“ (ქრისტინე ჩარკვიანი CST, ნოდარ ფრუიძე CST)

II ადგილი - 300 ლარიანი ვაუჩერი - გუნდი „Point+” (გუგა ნემსვერიძე CST, მარიამ ჩარკვიანი CST)

III ადგილი - 200 ლარიანი ვაუჩერი გუნდი „ლომგული“ (რუსუდან გაბრიაძე CHS, გიორგი კოშკაძე CST) 

 

სამივე გამარჯვებულ გუნდს გადაეცა ,,ვეფხისტყაოსნის სამაგიდო თამაშის“ პირველი გამოცემა. ყველა მონაწილე გუნდს გადაეცა ,,ვეფხისტყაოსნის სამაგიდო თამაშის“ კალენდრები და სერთიფიკატები.

 

შეჯიბრის მოდერატორი იყო თამაშის ავტორი, ლევან გელაშვილი. სტუდენტებს ასისტირება გაუწიეს საორგანიზაციო ჯგუფის წევრებმა, კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორებმა: ნათია ფუტკარაძემ, ნიკოლოზ შამუგიამ, ხატია ჯანგავაძემ და ზურაბ ბარათაშვილმა.

 

პროექტი ხორციელდება "ორბელიანი საქართველოს" მიერ, შვედეთის საელჩოს და ფონდ "იავანანას" ფინანსური მხარდაჭერით, რაც ითვალისწინებს ფულად ჯილდოს თამაშში გამარჯვებულთათვის. თამაში არის გუნდური და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია კავკასიის უნივერსიტეტის ნებისმიერ სტუდენტს.

 

ვეფხისტყაოსნის სამაგიდო, ინტელექტუალური თამაში, ახალგაზრდა ქართველი მეცნიერის შექმნილია.