საშობაო ბაზრობა და საახალწლო კონცერტი

24 დეკემბერი 2017

24 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, საშობაო ბაზრობა და საახალწლო კონცერტი გაიმართა. კონცერტში კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობდნენ, რომლებმაც სხვადასხვა კომპოზიცია შეასრულეს. CU კამპუსში სტუმრები სპეციალურად შერჩეული კოსტიუმებით მოვიდნენ.

 

საშობაო ბაზრობაზე წარმოდგენილი იყო უნივერსიტეტის სტუდენტთა ხელნაკეთი ნივთები და კურსდამთავრებულთა სტარტაპ კომპანიები

  • ღვინისა და ყველის კომპანია „ბუტრანა“
  • თამაშობანა
  • ტოტო
  • კატიანი

 

საშობაო ბაზრობაზე წარმოდგენილი იყო გამომცემლობები

  • „არტანუჯი“
  • „პალიტრა L”
  • “წიგნები ბათუმში“

 

საშობაო ბაზრობაზე სტუმრებს „ბერია ანდრიას საქველმოქმედო ფონდის“ ბენეფიციართა ხელნაკეთი ნივთების შეძენა შეეძლოთ. გამოფენა-გაყიდვიდან შემოსული თანხა ფონდის ბენეფიციარ, სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს მოხმარდებათ.

 

ღონისძიებაზე, საახალწლო თამაშის #CUSanta მონაწილეებმა საჩუქრები მიიღეს.