ზვიად გაბისონიას შეხვედრა თემაზე - „საქართველოს მეცნიერების ევროპულ სივრცეში ინტეგრირების ახალი ეტაპი – ახალი შესაძლებლობები მეცნიერებისთვის“.  

6 დეკემბერი 2019

6 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურ დირექტორთან ზვიად გაბისონიასთან შეხვედრა გაიმართა თემაზე - „საქართველოს მეცნიერების ევროპულ სივრცეში ინტეგრირების ახალი ეტაპი – ახალი შესაძლებლობები მეცნიერებისთვის“.

 

შეხვედრა საქართველოსთვის ევროკავშირის მეცნიერებისა და ინოვაციების სახელმწიფოთაშორისი ორგანიზაციის – EURAXESS-ის წევრობის მნიშვნელობის, ფართო შესაძლებლობებისა და საქართველოში მოღვაწე მეცნიერებისთვის ახალი სერვისების ხელმისაწვდომობის გაცნობას ეხებოდა.

 

ამის გარდა, სპიკერმა ისაუბრა ფონდის საქმიანობასა და პრიორიტეტბზე. შეხვედრა კავკასიის უნივერსიტეტის თანამშრომლებისთვის გაიმართა. ღონისძიების ბოლოს სტუმარმა ადმინისტრაციის მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

 

ზვიად გაბისონია კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტს კახა შენგელიას შეხვდა და კამპუსი დაათვალიერა.