16 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტში, ჰაკათონი - „კიბერუსაფრთხოების ლიგა სკოლის მოსწავლეებისათვის“- გაიმართა. რომელში მონაწილეობასაც საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სკოლების X-XII კლასის მოსწავლეებისაგან დაკომპლექტებული 2-4 კაციანი გუნდები იღებდნენ.
გუნდებმა სპეციალურად მომზადებულ პლატფორმაზე კიბერუსაფრთხოების/ჰაკინგის ამოცანები შეასრულეს. პლატფორმაზე წარმოდგენილი დავალებები სპეციალურად შემუშავებული იყო შესაბამისი ასაკის კატეგორიისათვის.
თითოეულ მონაწილეს, ღონისძიების ბოლოს, მონაწილეობის დამდასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ, გამარჯვებულ პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებს კი კავკასიის უნივერსიტეტის ბრენდირებული საჩუქრები.
კიბერუსაფრთხოების ლიგა, კავკასიის უნივერსიტეტის კიბერუსაფრთხოების ცენტრისა და სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოს სკოლების მონაწილეობით შეიქმნა, რომლის ფარგლებშიც სეზონური პრინციპით (3 თვეში ერთხელ) იმართება ყოველწლიური გუნდური ჩემპიონატები.